
აგროს სოლუშენსი თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულების ქართველ პრაქტიკოს სპეციალისტებთან და ექსპერტებთან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ერთჯერად და წლიურ საკონსულტაციო მომსახურებას სოფლის მეურნეობის დარგის ნებისმიერი მიმართულებით. სფეროს ექსპერტები ჩამოვლენ თქვენს მეურნეობებში, გაგიწევენ კონსულტაციას და მოგცემენ რეკომენდაციებს. თავდაპირველად ხდება, თქვენი წარმოების რისკ წერტილების განსაზღვრა. სწორედ ამ რისკ წერტილების დადგომამდე მოხდება ჩვენი ექსპერტების ვიზიტი თქვენს მეურნეობაში,, რათა მოხდეს ნებისმიერი საფრთხის პრევენცია და სწორად დაიგეგმოს განსახორციელებლი სამუშაოები. ყოველი ვიზიტის შემდეგ მოხდება დამკვეთთან რეპორტინგი.
კომპანია აგრო სოლუშენსს წარმატებული ურთიერთობები აქვს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან და მათ ექსპერტებთან. ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების, ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარება ქართველი ფერმერებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ კოოპერატივს, ვისაც სურს უცხოელი ექსპერტის კონსულტაცია, აგრო სოლუშენსი უზრუნველყოფს ამ სპეციალისტების ვიზიტს საქართველოში.