სერვისი

01 02 03 04 05 06 07 08 09 10
  • მიწის აგროტექნიკური შეფასება და ვარგისიანობის დასკვნა
  • სპეციალისტის საკონსულტაციო მომსახურება
  • აგროტექნოლოგიური რუკების მომზადება
  • ბაღის გაშენების სერვისი
  • ბიზნესგეგმების მომზადება
  • სახელმწიფო და საერთაშორისო პროექტები
  • Turn Key პროექტები
  • ლაბორატორიული მომსახურება
  • ბიომეურნეობების მხარდაჭერა
  • იურიდიული მომსახურება

თუ ფლობთ,  ან გაქვთ სურვილი, შეიძინოთ სასოფლო-სამეურნეო მიწა- მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ რა ბიზნესპოტენციალი გააჩნია კონკრეტულ ადგილს და შესაბამისად, რომელი კულტურისთვის არის მისაღები.

აგრო სოლუშენსი ახდენს მიწების აგროტექნიკურ შეფასებას და მისი ვარგისიანობის დადგენას. დასკვნის საფუძველზე,  გაიცემა რეკომენდაციები თუ რა კულტურისთვის შეიძლება იყოს ვარგისი კონკრეტული მიწის ფართობი, კლიმატური პირობების, ნიადაგის, წყლის, რელიეფის და სხვა გარემოებათა მიხედვით.

ჩვენი ექსპერტები ეწვევიან ნაკვეთს სადაც მოხდება ლაბორატორიისთვის საჭირო რაოდენობის ნიმუშების აღება. შემოწმდება მიწის pH და მარილიანობა (EC). აგრეთვე მოხდება სარწყავი წყლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მარილიანობის (EC) დადგენა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაიცემა დასკვნა, რომელიც საშუალებას აძლევს დამკვეთს მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა კულტურა (ან კულტურები) უნდა გაშენდეს აღნიშნულ ნაკვეთზე.

 

 

 

აგრო სოლუშენსი თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულების ქართველ პრაქტიკოს სპეციალისტებთან და ექსპერტებთან. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ერთჯერად და წლიურ საკონსულტაციო მომსახურებას სოფლის მეურნეობის დარგის ნებისმიერი მიმართულებით. სფეროს ექსპერტები ჩამოვლენ თქვენს მეურნეობებში, გაგიწევენ კონსულტაციას და მოგცემენ რეკომენდაციებს. თავდაპირველად ხდება, თქვენი წარმოების რისკ წერტილების განსაზღვრა. სწორედ ამ რისკ წერტილების დადგომამდე მოხდება ჩვენი ექსპერტების ვიზიტი თქვენს მეურნეობაში,, რათა მოხდეს ნებისმიერი საფრთხის პრევენცია და სწორად დაიგეგმოს განსახორციელებელი სამუშაოები. ყოველი ვიზიტის შემდეგ მოხდება დამკვეთთან რეპორტინგი.

კომპანია აგრო სოლუშენსს წარმატებული ურთიერთობები აქვს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან და მათ ექსპერტებთან. ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების, ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარება ქართველი ფერმერებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ კოოპერატივს, ვისაც სურს უცხოელი ექსპერტის კონსულტაცია, აგრო სოლუშენსი უზრუნველყოფს ამ სპეციალისტების ვიზიტს საქართველოში.

იმისათვის, რომ წარმატებული მეურნეობა გვქონდეს, საჭიროა ვიცოდეთ მცენარის მოვლის დეტალური ინსტრუქცია. აგრო სოლუშენსი გთავაზობთ, თქვენთვის სასურველ კულტურაზე აგროტექნოლოგიური რუკების მომზადებას. აღნიშნული რუკა მოიცავს დროში გაწერილ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალს, მიწის დამუშავებიდან პროდუქტის დასაწყობებამდე.

დოკუმენტში დეტალურადაა ჩამოყალიბებული მცენარის ვეგეტაციის მანძილზე საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები: მიწის სამუშაოები, მწვანე ოპერაციები, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების სქემა, რწყვისა და კვების რეჟიმები, მოსავლის აღებამდე მოსამზადებელი სამუშაოები, მოსავლის აღება-დასაწყობების ვადები და ა.შ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხეხილის ბაღის სწორად გაშენებას. აგრო სოლუშენსი გთავაზობთ ბაღის გაშენების სერვისს, მიწის დამუშავებიდან ნერგის დარგვამდე. ჩვენი კომპანია გაგიშენებთ ბაღს, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სფეროს ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ.
კომპანია სრულ მენეჯმენტს გაუწევს გაშენების პროცესს. დამკვეთს ჩაბარდება გაშენებული ბაღი, საყრდენი სისტემის თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟის ჩათვლით.

ჩვენს მიერ შედგენილი ბიზნეს პროექტები მორგებულია საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს და განსხვავდება ტიპური პროექტებისგან. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, რომლითაც დამკვეთს შეუძლია სწორად მართოს ბიზნესი. პროექტში ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად განხილულია ბაზრის მდგომარეობის ანალიზი, გაყიდვების სტრატეგია, კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვების ზუსტი ნაბიჯები, რისკები და მათი პრევენციები.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროექტები დამატებით მოიცავენ წარმოების პროცესის დეტალურ აღწერას, ტექნოლოგიურ ინსტრუქციებს, საპროექტო მონაცემებს, ტექნიკურ გაანგარიშებებს, ასევე საჭირო დანადგარების დეტალურ დახასიათებას, ამ დანადგარების პოტენციურ მომწოდებლებს. ნედლეულის წარმოების და მიწოდების დეტალურ აღწერას. საწარმოს ნორმატიულ, სანიტარულ და ჰიგიენურ დოკუმენტაციას.

აგროსექტორში მრავლადაა სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამები, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით. აღნიშნული პროექტები მიმართულია აგრობიზნესის მხარდასაჭერად და გასაფართოებლად. ისინი მოიცავენ როგორც საგრანტო, ასევე შეღავათიანი სესხების მიმართულებებს და განკუთვნილია როგორც სტარტაპებისთვის, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის.

აგრო სოლუშენსი ეხმარება ფერმერებსა და დაინტერესებული პირებს მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული პროექტებით. 

ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ კარგი ბიზნესგეგმა და ფინანსები საკმარისი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის აღსრულების პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები. გასათვალისწინებელია, რომ საწარმოს პროექტირება, მშენებლობა და მოწყობა, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოხდეს.

აგრო სოლუშენსი, სფეროს სპეციალისტების ჩართულობით, ახორციელებს Turn Key პროექტებს. რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი გუნდი სრულ მენეჯმენტს გაუწევს კონკრეტულ საწარმოს მშენებლობას, საწარმოო ხაზის მონტაჟს და ექსპლუატაციაში გაშვებას.

აგრო სოლუშენსი, სფეროს სპეციალისტების ჩართულობით, ახორციელებს Turn Key პროექტებს. რაც იმას გულისხმობს, რომ დამკვეთის ჩართულობის გარეშე, ჩვენი გუნდი კონკრეტულ საწარმოს თუ ბიზნესობიექტს სრული წესების დაცვით ააშენებს, დაამონტაჟებს და ექსპლუატაციაში გაუშვებს.

შეუძლებელია, მხოლოდ ემპირიული დაკვირვებით, წარმატებით აწარმოო აგრო ბიზნესი, თუ წარმოების პროცესი მუდმივად ლაბორატორიული კონტროლის ქვეშ არ გაქვს.

აგრო სოლუშენსი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიებთან, როგორიცაა: ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა, წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, GMO, სურსათის კვლევები, ნიადაგის ანალიზი და ა.შ.

ჩვენი ექსპერტები დაგიგეგმავენ საჭირო და პრევენციული ლაბორატორიული კვლევების გრაფიკს, დაგეხმარებიან ანალიზის ნიმუშის აღებასა და უშუალოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით რეკომენდაციების გაცემაში.

ბიომეურნეობები საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამს. ბევრი ფერმერი ფიქრობს, რომ თუ მის მეურნეობაში მცენარეთა დაცვის საშუალებებს არ გამოიყენებს, მისი პროდუქტი ბიოლოგიურად სუფთაა. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია.

ბიომეურნეობის დაგეგმვა, ადგილის შერჩევა და მისი მართვა საკმაოდ რთული პროცესია, სერტიფიცირება კი აუცილებელი.

ბიზნესის სწორად წარმოებას, ყოველთვის სჭირდება კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია. აგრო სოლუშენსი ამ მიმართულებით, თავისი პარტნიორი იურიდიული კომპანია CC Legal & Advisory-ის მხარდაჭერით, აგრო ბიზნესში ჩართულ პირებს ეხმარება ნებისმიერი იურიდიული პრობლემის მოგვარებაში, ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობაში.