• ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • კითხვა პასუხი
  • ბლოგი
  • კონტაქტი

ნაკვეთის გაყიდვა

ნაკვეთის ყიდვა

  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • კითხვა პასუხი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • ნაკვეთის ყიდვა

  • ნაკვეთის გაყიდვა

უკან დაბრუნება
2687 ნახვების რაოდენობა
2687 ნახვების რაოდენობა
22.03.201
საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ლაბორატორია აკრედიტირებული და სერტიფიცირებულია ISO 17025:2005 სტანდარტის მიხედვით

ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიები. ლაბორატორიებს აქვთ კვლევების ფართო სპექტრი: ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა, წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, GMO, სურსათის კვლევები, ნიადაგის ანალიზი და ა.შ.

ლაბორატორიების უმრავლესობას აქვთ ხარისხის შიდა კონტროლის (IQC) სისტემა და რეგულარულად მონაწილეობენ ხარისხის შეფასების პროგრამებში, ასევე თავიანთი აქტივობების ლაბორატორიათაშორის შედარებებში.  

თითქმის ყველა კვლევითი ლაბორატორია აკრედიტირებული და სერტიფიცირებულია ISO 17025:2005 სტანდარტის მიხედვით. ტესტირება ეხება აკრედიტაციის შესაბამის/თანმხლებ სფეროს, იმ ტესტებზე ინფორმაციისთვის, რომელზეც ეს აკრედიტაცია ვრცელდება. ISO 17025:2005-ით აკრედიტირებული ლაბორატორიები აჩვენებენ რომ ისინი არიან ტექნიკურად გამოცდილები და შეუძლიათ განახორციელონ ზუსტი და უტყუარი კვლევა/ტესტი და კალიბრაცია.  ეს იძლევა გარანტიას, რომ ლაბორატორიის ხარისხის მართვის სისტემის სრული შეფასება ხდება რეგულარულად, იმისთვის რომ გარანტირებული იყოს  ტექნიკური კომპეტენტურობა და შესაბამისობა ISO 17025:2005-თან.

ISO 17025:2005 აკრედიტაცია ეხმარება დამკვეთს, რომ შეამციროს რისკი იმის გარანტიით, რომ მომხმარებელი ირჩევს ტექნიკურად კომპეტენტურ ლაბორატორიას, რომელსაც აქვს  ხარისხის სანდო სისტემა. ეს ასევე საშუალებას აძლევს  დაინტერესებულ მხარეებს თავიდან აიცილონ ძვირადღირებული განმეორებითი ტესტირება, რაც ზრდის  მყიდველის ნდობას პროდუქტის მიმართ, იმის გარანტიით, რომ გამოკვლეულია დამოუკიდებელი, კომპეტენტური კვლევითი ან კალიბრაციის ლაბორატორიის მიერ, რომელიც შეფასებული იყო მესამე მხარის მიერ.

საქართველოში ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები:

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) (www.lma.gov.ge) - მუშაობს ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის მიმართულებით. ლაბორატორიული ქსელი მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოიცავს სამ (3)  ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას თბილისში, ქუტაისსა და ახალციხეში და რვა (8) რეგიონალურს გორში, მარნეულში, დუშეთში, გურჯაანში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო ისო 17025:2005. ამასთან, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა  ISO 9001:2015 არის დანერგილი და gamoiyeneba.

აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (www.moalab.ge) ძირითადად მუშაობს აჭარის რეგიონში სურსათის კვლევაზე. ლაბორატორია არის აკრედიტირებული და სერტიფიცირებული  ისო 17025:2005.

ღვინის კვლევის ლაბორატორიას შეუძლია დაეხმაროს მომხმარებელს/მყიდველს ალკოჰოლის შემადგენლობის, ანტი-ოქსიდანტების, ღვინის კვლევაში. ლაბორატორია არის აკრედიტირებული და სერტიფიცირებული  ისო 17025:2005.

ხარისხის ლაბორატორია (QL) მუშაობს სურსათის და გმო-ს კვლევაზე. ლაბორატორია აკრედიტირებული და სერტიფიცირებულია ისო 17025:2005.

მულტიტესტ ლაბ მოქმედებს სამი განსხვავებული მიმართულებით, როგორებიცაა სურსათის კვლევა, ნიადაგის კვლევა/ანალიზი და ალკოჰოლის შემადგენლობის ანალიზი. ლაბორატორიას აქვს აკრედიტაცია და ისო 17025:2005 სერტიფიკატი.

გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტი ძირითადად ორიენტირებულია სურსათის/საკვების კვლევაზე. ლაბორატორიას აქვს აკრედიტაცია და ისო 17025:2005 სერტიფიკატი.

ციტო 2, ეხმარება მომხმარებელს სურსათის კვლევაში. ლაბორატორიას აქვს აკრედიტაცია და სერტიფიკატი ისო 17025:2005.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის/აგრარული ეკოლოგიის და ბუნების კონსერვაციის განყოფილება ძირითადად მუშაობს ნიადაგის ანალიზზე.

ასევე კიდევ არის ლაბორატორიები, რომლებიც მუშაობენ სურსათის უვნებლობის საკითხებზე: ეტალონ ლაბი, ექსპერტაის პლუსი, ნორმა პლუსი, ტესტ ლაბი და სხვა.

მსგავსი სიახლეები
22.03.201 სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვას, ორგანული კანონი დაარეგულირებ ... კატეგორია

2017 წლის ივნისში, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მორატორიუმის მოქმედ ...

1186 ნახვების რაოდენობა
ვრცლად
29.03.201 ახალი საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოს აგრო სფეროში კატეგორია

საქართველო  თავისი მრავალფეროვანი კლიმატური რესურსებით მრავალი პერსპექტიული ერთწლოვანი და მრავალწოვანი კულტურების წარმოების საშუალებას იძლევა. 

1227 ნახვების რაოდენობა
ვრცლად
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • კითხვა პასუხი
  • ბლოგი
  • კონტაქტი

თბილისი 0168 ნუცუბიძის ქ #139

T +995 322 500 118

E [email protected]

Copyright © 2018 ყველა უფლება დაცულია