ჩვენ შესახებ

აგრო ლენდი აგრო სოლუშენს ჯგუფში შემავალი უძრავი ქონების კომპანიაა. იგი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და  აგრობიზნესით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, მათთვის ფუნქციურად საჭირო სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაში დახმარებას, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს ეხმარება მათ საკუთრებაში არსებული მიწების რეალიზაციაში. 
 
აგრო ლენდის მიერ შექმნილია ვებ პლატფორმა – www.agroland.ge რომელიც აკავშირებს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მყიდველსა და გამყიდველს.
 
კომპანია ერთის მხრივ დეტალურად ახდენს სამიზნე მიწის ნაკვეთის აგროტექნიკურ შეფასებას და გასაშენებლად რეკომენდირებული კულტურების განსაზღვრას, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფს ნაკვეთის სწორად დაგეგმარებას GPS სისტემით, მცენარეთა გაშენების წერტილების მონიშვნას, სხვდასხვა აზომვითი ნახაზებისა და რუკების მომზადებას
 
აგრო ლენდი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი გამოცდილი აგრონომების, გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტების, ტექნიკური მენეჯერების და აგრო ინჟინრების გუნდით.

Agro Land-ის მიზანია ყიდვა-გაყიდვის ისეთ გარიგებებში მონაწილეობის მიღება, რომელიც გარანტირებულს ხდის შეძენილ მიწაზე მყიდველის ბიზნესგეგმის წარმატებით განხორციელებას.

კომპანია ახდენს მიწების აგროტექნიკურ შეფასებას და ვარგისიანობის დადგენას. შესაბამისად, მფლობელმაც და მყიდველმაც ზუსტად იცის, თუ რა პოტენციალის მქონე მიწაზე ხდება გარიგება.

Agro Land-ი მიწების ყიდვა-გაყიდვის პროცესში ახდენს აგრონომების, აგროქიმიკოსებისა და აგრობიზნესის კონსულტანტების ჩართულობას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით დადებული გარიგებები, წარმატებული ინვესტიციის განხორციელებას უზრუნველყოფს.

კომპანიის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოყენებულ იქნას თავიანთი დანიშნულებისა და მაქსიმალური პოტენციალის გათვალისწინებით.