თუ გსურთ მიწის ყიდვა ან გაყიდვა, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი კატეგორიის განაცხადი.

Agso Land-ი ერთის მხრივ, აგრობიზნესით დაინტერესებულ პირებს და ინვესტორებს სთავაზობს, მათთვის ფუნქციურად საჭირო სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაში დახმარებას. ხოლო, მეორეს მხრივ, სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს, სთავაზობს მათ საკუთრებაში არსებული მიწების აგროტექნიკურ შეფასებას და  სწრაფ რეალიზაციას.

მეტის ნახვა

კომპანია აგსო ლენდი არ არის ტიპური უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო. ვებ გვერდის მეშვეობით გამყიდველი ავსებს გასაყიდი მიწის შესახებ განაცხადს. ეს განცხადებები საიტზე არ ჩანს და ინახება ჩვენს ბაზაში. განაცხადის შევსების შემდეგ, ჩვენი ოპერატორები უკავშირდებიან გამყიდველს და ხდება მიწის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება. მიღებული ინფორმაცია ხარისხდება და ხდება მისი ბაზირება. გასაყიდი მიწების ...

22.03.20

ქვეყანაში ფუნქციონირებს სახელმწიფო და კერძო ლაბორატორიები. ლაბორატორიებს აქვთ კვლევების ფართო სპექტრი: ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა, წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, GMO, სურსათის კვლევები, ნიადაგის ანალიზი და ა.შ.

22.03.20

თანამედროვე სოფლის მეურნეობა არ არსებობს ხარისხიანი მცენარეთა დაცვის საშუალებების გარეშე. ნებისმიერი გლეხი, ფერმერი, აგრობიზნესით დაინტერესებული პირი თუ ინვესტორი ვერ დაგეგმავს ვერც ერთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესს, თუ მას არ აქვს გარანტირებული ხელმისაწვდომობა ხარისხიან მცენარეთა დაცვის საშუალებებთან.

22.03.20

2017 წლის ივნისში, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მორატორიუმის მოქმედების პერიოდში უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ. ხოლო იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.

29.03.20

საქართველო  თავისი მრავალფეროვანი კლიმატური რესურსებით მრავალი პერსპექტიული ერთწლოვანი და მრავალწოვანი კულტურების წარმოების საშუალებას იძლევა. 

ყველას ნახვა